ნანა ქაჯაია
ფრესკოსთან ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ
პოლიტიკა

აქცია ფრესკოსთან
ფოტო: ნანუკა ქაჯაია
ამ წუთებში სანდრო ეულის 5-ში, სუპერმარკეტ "ფრესკოს" ერთ-ერთ ფილიალთან, აქცია მიმდინარეობს.
აქციიის მონაწილეებმა სუპერმარკეტის სალაროებთან მისასვლელი დაბლოკეს. გათავისუფლებული თანამშრომლები ამ ფორმით უცხადებენ "ფრესკოს" ბოიკოტს.
საპროტესტო აქციას, პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად, "აუდიტორია 115"-ის წევრები და "თბილისის სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს 5 ძირითადი მოთხოვნა აქვთ. "ფრესკოდან" გათავისუფლებულ ყოფილ თანამშრომლებს სურთ, რომ ზუსტად აღიწეროს დასაქმებულის მიერ შესასრულებული სამუშაო და მათი უფლებები დაცული იყოს. ისინი, ასევე, მოითხოვენ დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება ისე, რომ ჯარიმებისა და დანაკლისების გამო, არ ჩამოეჭრათ ხელფასიდან თანხები.
"ფრესკოს" ხელმძღვანელობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.





