ქეთევან ფარცხალაძე
ნიკოს კოძიასი: როცა კავკასიიდან ცეცხლს ვიპარავდით, მაშინ არ იყო ვიზები და სხვა ბარიერები
პოლიტიკა

ნიკოს კოძიასი მიხელ ჯანელიძე
"საბერძნეთის სახით ჩვენ გვყავს ძლიერი ადვოკატი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ჯანელიძის განმარტებით, ბერძენ კოლეგასთან ეკონომიკის, კულტურის, ენერგეტიკისა და განათლების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე ილაპარაკეს და ისტორიულ კავშირებზეც გააკეთეს აქცენტები.
მიხელ ჯანელიძემ ნიკოს კოძიასს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის.
"როცა ჩვენ კავკასიიდან ვიპარავდით ცეცხლს, მაშინ არ იყო ვიზები და სხვა ბარიერები", - იხუმრა კოძიასმა და საბერძნეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი დაუდასტურა.
"ჩვენ ყოველთვის ღია ვიქნებით საქართველოს ევროპულ ოჯახში მისაღებად. ყოველთვის მხარს დავუჭერთ თქვენს სუვერენიტეტს", - განაცხადა კოძიასმა.





