07 მარტი 2017, 00:56
ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა, 6 თვის ნაცვლად, შესაძლოა 1 წლით ჩამოერთვას
პოლიტიკა
გაზიარება
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებათა პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
სხდომაზე უკონტაქტო პატრულირებისა და მართვის მოწმობაზე ქულების სისტემის შემოღების საკითხები განიხილეს. ახალი რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში, ნასვამ მძღოლს მართვის უფლება არა 6 თვით, არამედ ერთი წლით ჩამოერთმევა.





