imedi
თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეეზღუდება
პოლიტიკა

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, დღეს 23:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდებათ დიღმისა და სანზონის მცხოვრებლებს, ასევე, შპს "დიდი დიღომის" აბონენტებს, მირიან მეფის და პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, სოფელი ზურგოვანასა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ამერიკელების დიპლომატიური კორპუსის დასახლებას.
23:00 საათიდან, გაზმომარაგება შეეზღუდებათ სოფ. დიღმის კერძო დასახლების ნაწილს: ტარიელის, უსენის, რამაზის, დავარის, არქანჯელო ლამბერტის, ნიკო ბურის, ვეფხისტყაოსნის, ნესტან-დარეჯანის, ჰაინრიხ კლაპორტის, კასტელის და მიმდებარე ქუჩების კერძო მოსახლეობას.
გაზმომარაგების შეზღუდვის არეალში მოხვდა დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიის ნაწილი, დიღომი №7 და №8, გრიგოლ ფერაძის ქუჩა, ბელიაშვილის ქუჩა №40-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსები, ბელიაშვილის ქუჩა №12, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა №32 და ნოდარ ბოხუას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებიც.
23:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება გლდანის რაიონში ფეიქრების ქუჩაზე მდებარე კერძო სექტორის მოსახლეობას.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, გაზმომარაგება 7 მარტს 15:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.





