06 მარტი 2017, 21:03
ჯანელიძე: ვისაუბრეთ დადებით სტატისტიკაზე
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლო
გაზიარება
მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგის სასამართლოს შენობა დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
"ვისაუბრეთ დადებით სტატისტიკაზე - აპლიკაციების შემცირებაზე, რაც ადამიანის უფლებების დაცვაში პროგრესია", - აღნიშნა ჯანელიძემ.
ისაუბრეს თუ არა "რუსთავი 2"-ის საქმეზე, უცნობია.
"საგარეო უწყება, მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს. არც ქვეყნის პრეზიდენტია უფლებამოსილი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი, ისაუბროს," - ამბობს მინისტრი.





