პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა გამოუცხადა
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტმა გარდამავალ მთავრობას მხარი დაუჭირა. 99 მომხრე და 6 წინააღმდეგი, დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა. მამაუკა ბახტაძის მთავრობას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას:
პრემიერმინისტრი - მამუკა ბახტაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი
ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი
თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია
შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია
იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი
კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკო
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.
კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებებს კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლები აკეთებდნენ. რიგგარეშე სესია დღეს მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, რის შემდეგაც პროცესი კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.
18 ივნისს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.





