დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის ჰოსპიტალში გადაუდებელი მომსახურება ფასიანი გახდა
პოლიტიკა

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი მომსახურების ნაწილი ფასიანია. ბავშვთა სხადასხვა მომსახურებაზე ფასების ცხრილი 5 მარტიდან გამოაკრეს. თანხები 90-დან 200 ლარამდე მერყეობს. ფასიანი მომსახურება "ლეიბორისტულ პარტიაში" გააპროტესტეს, პრეტენზიები აქვს პაციენტების ნაწილსაც.
სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მომხდარ ცვლილებებს უკავშირებს.
„ის, რომ გადაუდებელი მომსახურების ნაწილი გახდა ფასიანი, ამაში ვერ დაგეთანხმებით, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის კომპონენტში ცვლილება შეეხო რიგ სამედიცინო სერვისებს, მოხდა ზოგიერთი კომპონენტის ამოღება, მაგრამ პაციენტის საჭიროებებზე მორგებული ბევრი სამედიცინო სერვისი დაემატა, ის მომსახურებები, რომლებსაც არ ფარავს საყოველთაო ჯანდაცვა - ფასიანია“, – აცხადებს ბათუმის ცენტრალური ჰოსპიტალის პიარი, გიორგი ნიორაძე.
პაციენტების მშობლების თქმით, მედპერსონალთან შეწინააღმდეგების შემდეგ, ღირებულების მხოლოდ 20% გადაიხადეს.





