imedi
"კვირის პალიტრამ" დეკანოზის ჩვენების ნაწილი გამოაქვეყნა
პოლიტიკა

გიორგი მამალაძე
"კვირის პალიტრა" დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენების ნაწილს აქვეყნებს:
"აეროპორტში მძღოლმა მიმიყვანა. ჩავაბარე ბარგი, ჩანთა და ორი ყუთი, საპატრიარქოს ღვინოები მიმქონდა საჩუქრად გერმანელი ექიმებისთვის. გავიარე რეგისტრაცია. გამოაცხადეს ჩასხდომა. ჩავჯექი ავტობუსში, რომელსაც თვითმფრინავამდე უნდა მივეყვანე. დამეტაკნენ და ხელბორკილები დამადეს. პოლიციელის ფორმები არ ეცვათ. მანქანაში მითხრეს, რომ პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის დამაკავეს. მიმიყვანეს პროკურატურაში. იგივე მითხრა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ. გამომკეტეს. ყველაფერი შემიზღუდეს. ადვოკატი 6 საათის მერე მოვიდა. მოიტანეს ჩემი ჩანთა და მითხრეს, ციანიდი აღმოჩნდაო. ბრალში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა იყო".
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





