დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის ჰოსპიტალში მედპერსონალმა აქცია მოაწყო
პოლიტიკა

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო დღეს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მედპერსონალმა. მათ პრეტენზიები აქვთ საავადმყოფის მენეჯმენტთან. მედპერსონალი ამტკიცებს, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობა თანამშრომლებს უმიზეზოდ ათავისუფლებს და ცდილობს დაუსაბუთებლად შეამციროს ხარჯები, რაც მათ საშუალებას არ აძლევს პაციენტებს მოემსახურონ იმ სტანდარტების შესაბამისად, რაც დადგენილია საქართველოს ჯანდაცვის მიერ.
აქციის მონაწილეები შეხვედრას ითხოვენ ჰოსპიტალის მეპატრონეებთან. დირექციაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებს რა ანაზღაურებაც შესთავაზეს, იმას უხდიან. პერსონალის ნაწილი კი სავაადმყოფოდან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუშვეს და შესაბამისი კომპენსაციებიც გადაუხადეს.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ერთი წლის წინ საქართველოს პრემიერმა გახსნა.





