ირაკლი მამალაძე: იარაღი ცხოვრებაში არ მქონია
პოლიტიკა

ირაკლი მამალაძე
იარაღი ცხოვრებაში არ მქონია, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დეკანოზის საქმეში ბრალდების მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ.
"ძველით ახალ წელს შარდენის 12-ში 15 კაცთან ერთად ვიყავი. ძალიან კარგი დრო გავატარე. რით მტკიცდება, რომ მეკუთვნოდა, ჩემზეა გაფორმებული? შეუძლებელია. იარაღი ცხოვრებაში არ მქონია, არც კავშირი და შეხება. წლების განმავლობაში ჟურნალისტიკაში იყო და 34 წლისამ მამაოს იარაღი მიაბარო, ლოგიკა სად არის", - ამბობს ირაკლი მამალაძე.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული იარაღი ბრალდების მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის.
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





