მარგველაშვილი უსუფაშვილზე: კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტმა დევნილ ბავშვებს და ადმინისტრაციის თანამშრომელთა შვილებს უმასპინძლა.
სასახლეში წარმოდგენას ნოდარ დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მართავდნენ.
ნაძვის ხე ტრადიციულად პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ, მორთო.
გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილის მიერ დაანონსებულ შესაძლო სცენართან დაკავშირებით უპასუხა:
"ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, არ მაქვს კომენტარი. გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე? არასწორად მისვამთ შეკითხვას. კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო".
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მარგველაშვილი სიტყვა "ვიღაცაში" უსუფაშვილს არ გულისხმობდა.





