თალაკვაძე: მამუკა ბახტაძის კანდიდატურას მხარი ერთსულოვნად დავუჭირეთ
პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე არჩილ თალაკვაძე კახა კალაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. ამის შესახებ თალაკვაძემ ბახტაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
"საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარება. მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა.
ამის შესახებ განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.




