ნანა ქაჯაია
ილია მეორე: ვთხოვოთ ღმერთს, მწუხარება სიხარულით შეცვალოს
პოლიტიკა

წირვა სამების ტაძარში
ფოტო: ნანუკა ქაჯაია
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა მართმადიდებლობის ზეიმზი მიულოცა მორწმუნეებს და ასევე მწუხარებაზე ისაუბრა. პატრიარქმა წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველის სიტყვები გაიხსენა -"მოიწყინა სულმა ჩემმა". ილია მეორემ განმარტა, რომ ეს სიტყვები წინასწარმეტყველმა მას შემდეგ თქვა, რაც საკუთარმა შვილმა უღალატა. პატრიარქის განცხადებით, მწუხარება დღეს ჩვენს ქვეყანას არ აკლია და ამიტომ ყველამ უფალს უნდა სთხოვოს, რომ ღმერთმა მწუხარება სიხარულით შეცვალოს.
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო მსახურება გაიმართა. წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.
დღეს ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს, რაც ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას გულისხმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ეს დღე დიდმარვის პირველ კვირას აღინიშნება.
დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება, რომელიც წელს 16 აპრილს აღინიშნება.





