ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა დადებითად შეფასდა
პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოს შესახებ წერია, რომ 2016 წლის განმავლობაში ქვეყნის შსს-მ ამოიღო მნიშვნელოვანი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები.
"ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, უკრაინაში, ბელარუსში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიასა და შვედეთში", - აღნიშნულია ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ანგარიშში.
გრძელდება ქვეყნის მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა მაღალი დონის ტრენინგები: გამოძიების წარმოება, კომპლექსური და კონსპირაციული გამოძიება, სასაზღვრო პოლიციის და კინოლოგიური შესაძლებლობების განვითარება, აეროპორტში კონტროლი.
აშშ-ის საელჩოში გაიხსნა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ოფისი, დაინიშნა მუდმივი წარმომადგენელი - ატაშე.
"მთავრობა გამოხატავს თანამშრომლობის ინტერესს", - წერია დოკუმენტში.
ანგარიშის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





