04 მარტი 2017, 21:55
imedi
გაგარინის დაღმართზე მანქანა მოტოციკლს შეეჯახა
პოლიტიკა

ავარია გაგარინის ქუჩაზე
გაზიარება
გაგარინის დაღმართზე, "ვეფხი და მოყმეს" ძეგლთან ავარია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "ფორტუნა" ავრცელებს. "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა მოტოციკლს შეეჯახა. სავარაუდოდ, მოძრაობის წესი მოტოციკლის მძღოლმა დაარღვია და საპირისპირო ხაზზე გადავიდა.
ექიმებმა "ფორტუნას" განუცხადეს, რომ დაშავდა მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი. მას დაზიანებები კისრისა და მუხლის არეში აქვს, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.





