ნათია სონღულაშვილი
სესიაშვილი: პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიას შეურაცხყოფა მიაყენა
პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი
ფოტო: ნათია სონღულაშვილი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური სპეკულაციის პრევენციის მიზნით, კომისია შეთანხმდა, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება. სესიაშვილი მაგველაშვილის განცხადებას არაადეკვატურს და შეურაცხმყოფელს უწოდებს. პრეზიდენტის განცხადებას დღეს პარლამენტის თავმჯომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა.
მისი ინფორმაციით, პრეზიდენტს ექნება უფლება საომარი და საგანგებო მდგომაარეობა გამოაცხადოს." თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა და პრემიერი არიან პასუხისმგებელნი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაზე, პრემიერი იქნება ის პირი, ვინც უზრუნველყოფს თავდაცვის ორგანიზებას და გენშტაბის უფროსი უხელმძღვანელებს შეიარაღებულ ძალებს."- განაცხადა სესიაშვილმა.
ეროვნული თავდაცვის საბჭო შეიქმნება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში.
დღეს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად პრეზიდენტის უფლებამოსილებებს განიხილავენ.





