04 მარტი 2017, 03:52
რუსთავი 2-ის ეზოში აქცია შეწყდა
პოლიტიკა

აქცია "რუსთავი 2"-ის ეზოში
გაზიარება
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობის წინ აქცია შეწყდა. აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეიტყეს.
რუსთავი 2-ის მხარდამჭერებმა ხალხს მოუწოდეს, 12 მარტს დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და ტელეკომპანიის მხარდამჭერებმა "რუსთავის 2"-ის შენობასთან აქცია გუშინ საღამოს, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყეს. მათ კარვები გაშალეს და აცხადებდნენ, რომ ისინი "რუსთავი 2"-ს ბოლომდე დაიცავდნენ.





