თორნიკე კვერენჩხილაძე
ბათუმის დინამომ ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა
პოლიტიკა

კენედი ნვანგანგა
ფინური "ინტერის" ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველი, 26 წლის კენედი ნვანგანგა ბათუმის "დინამოს" შეუერთდა. ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდე გაფორმდა. კენედი ნვანგანგამ გასულ სეზონში, ფინურ "ინტერში", 28 შეხვედრაში 4 ბურთი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 2011-12 წლის სეზონზე ფეხბურთელმა ბელგიური "გენკის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის "ჩელსის", ლევერკუზენის "ბაიერის" და "ვალენსიის" წინააღმდეგ იასპარეზა.
2012-13 წლის სეზონზე ნვანგანგამ "გენკის" შემადგენლობაში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
კენედი ნვანგანგა ფინეთის თასის (2009 წ.) და ბელგიის 2010-11 წლის ჩემპიონი და სუპერ თასის (2013-14 წ.) მფლობელია.
ბელგიის 2010-11 წლების სეზონის საჩემპიონო შეხვედრაში ლიეჟის "სტანდარტის" კარში კენედი ნვანგანგას გატანილი გოლი "გენკისთვის" საჩემპიონო (1:1) აღმოჩნდა.





