ანა ბერუკაშვილი
მთავრობა რუსთავი 2-ზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"მთავრობა ყველას დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდებს. საკუთრების უფლების დასამტკიცებლად სასამართლო დავა მძიმე მემკვიდრეობის ფონზე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. საქმემ გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია. უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას, ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფისთვის. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილებების პატივისცემა. მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს მედიის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად", - წერია განცხადებაში.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.





