ანი სარჯველაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სასამართლო სისტემაზე იმსჯელებენ
პოლიტიკა

ფოტო: არქივი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს სასამართლო სისტემაზე იმსჯელებენ. საუბარი მოსამართლეებისათვის უვადო გამწესების თემაზეც იქნება.
საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ თანამდებობაზე უვადო გამწესების განცხადებით საბჭოს, 40-მდე მოსმართლემ მიმართა.
მისი თქმით, არსებული კორპუსი დღესდღეობით ძირითადად ძველი კადრებითაა დაკომპლექტებული ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ამ კუთხით მიდგომა შეიცვალოს და სხვა იურისტებსაც ქონდეთ შესაძლებლობა გახდნენ მოსამართლეები.
„40-მდე მოსამართლემ მიმართა საბჭოს უვადო გამწესებაზე მოსამართლის თანამდებობაზე, არსებული კორპუსი მოსამართლეების დაკომპლექტებულია ძირითადად ძველი კადრებით და ძალიან მცირეა იმ მოსამართლეების რაოდენობა რომლებიც სხვადაქსხვა სექტორიდან მოდიან.მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემა გაიხსნას და ამ კუთხით შეცივალოს მიდგომა, რათა სხვა იურისტებსაც, რომელბსაც აქვთ გამოცდილება და კარგი რეპუტაცია ქონდეთ შანსი გახდნენ მოსამართლები“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.





