03 მარტი 2017, 17:50
ნუცა ტრაპაიძე
პარტიზან მებაღეებს სცემეს
პოლიტიკა
პარტიზანი მებაღე
ვიდეო: ნუცა ტრაპაიძე
გაზიარება
გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე პარტიზან მებაღეებს სცემეს. გარემოსდამცველები იქ უკვე რამდენიმე დღეა მორიგეობენ და რეკრეაციულ ზონას განადგურებისგან იცავენ.
როგორც ნაცემი პარტიზანები ჰყვებიან, მათ სამუშაოს მიმდინარეობას ხელი შეუშალეს, რის გამოც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ორი ადამიანია ნაცემი. კომპანის თანამშრომლები ფიზიკურ ანგარიშსწორებას უარყოფენ და ამბობენ, რომ სამუშაოს წარმოებას აქტივისტები და ადგილობრივები ხელს უშლიან.





