ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეისწავლის
პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა "რუსთავი 2"-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
"ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და შედეგებს. ვიცავთ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ.
წლებია, რაც ვმუშაობთ ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. დღეს ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვის და განმტიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრეს ვალდებულებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.





