ყარამანაშვილი: მივმართავთ საკონსტიტუციო და სტრასბურგის სასამართლოებს
პოლიტიკა

გია ყარამანაშვილი
მფლობელები როდესაც გავხდით, სამართლებრივი დავა და პრეტენზიები არ არსებობდა - აცხადებს გია ყარამანაშვილი, რომელსაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის წილი ჩამოერთვა.
"პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული იყო. ჩვენ და ქიბარ ხალვაშს არასდროს არანაირი ურთიერთობა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არ გვქონია. მფლობელები როდესაც გავხდით, სამართლებრივი დავა და პრეტენზიები არ არსებობდა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც გაანადგურა სიტყვის თავისუფლების, საკუთრების და სამართლიანი სასამართლოს უფლებები. შეილახა კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული უფლებები. მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას. მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი სარჩელები. მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, სარჩელის შეტანამდე გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება", - ამბობს ყარამანიშვილი.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.





