ხალვაში: სანამ მიშას საშიშროებაა, "რუსთავი 2"-ს ვერავის მივყიდი
პოლიტიკა

ქიბარ ხალვაში
სანამ მიშას საშიშროება იქნება, "რუსთავი 2"-ს ვერავის მივყიდი, - აცხადებს ქიბარ ხალვაში.
"ტელეკომპანიის გაყიდვაზე არაფერი მითქვამს. ბიზნესს ბიზნესურად ვუდგები. ეს ნიშნავს, პირობას არ ვდებ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ტელევიზიის ბიზნესში ვიქნები. ვთქვი, რომ უახლოეს მომავალში გაყიდვას არ ვაპირებ. დაზუსტება თუ გინდათ, სანამ მიშას საშიშროება იქნება, "რუსთავი 2"-ს ვერავის მივყიდი, მის ხელში რომ არ მოხვდეს.
როგორც ვატყობ, ნიკა გვარამია მულტიმილიონერად გადაიქცა. მან, მიშამ და მისმა პარტნიორებმა მოგვაყენეს 50 მილიონის ზარალი. ჩემი ზარალი მხოლოდ "რუსთავი 2"-ის ზარალით არ ითვლება. ვცდილობ, ყველაფერი ავანაზღაურებინო, რათა პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები გავისტუმრო. გვარამია ავანტიურისტი მათხოვარია. მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. ის კაცი არ არის, ვისაც შეიძლება მოელაპარაკო. მიშას წარმომადგენელია, მიშასთან მოლაპარაკება კი, წყლის ნაყვაა, ადამიანი, რომელსაც ვერასდროს მოელაპარაკები", - ამბობს ხალვაში.
გვარამია სთავაზობს ხალვაშს, ტელეკომპანია კოლექტივს მიჰყიდოს.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ "რუსთავი 2" ხალვაშს მიაკუთვნა.





