01 ივნისი 2018, 14:11
ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის ე.წ. საელჩო გახსნეს
პოლიტიკა
გაზიარება
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში სირიის ე.წ. საელჩო გაიხსნა. ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
საელჩოს გახსნამდე, 29 მაისს, სირიამ საქარველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
მომხდარი ფაქტი შეაფასეს ნატოში. ნატოს სპიკერის თქმით, სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების აზრს ვერ შეცვლის. ევროკავშირმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა.
ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.





