imedi
ხალვაში გვარამიას: მოლაპარაკების დრო წავიდა
პოლიტიკა

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2" მფლობელობაში დაუბრუნდა, ტელეკომპანიის მოქმედი დირექტორის ნიკა გვარამიას წინადადებას პასუხობს, რომელმაც მას არხის "რუსთავი 2"-ის კოლექტივისთვის გადაცემა შესთავაზა. ხალვაშის კომენტარს "გურია ნიუსი" ავრცელებს.
გამოცემასთან ინტერვიუში ხალვაში ამბობს, რომ გვარამია არ არის გვარამია, არამედ ის არის მიშა [სააკაშვილი]. "როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას. ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას... ვიცით, რომ მილიონები მისთვის minor issue არის ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ დაავიწყდათ, რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს", - აცხადებს ქიბარ ხალვაში.





