ნათია ჩაჩავა
ევროკავშირმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება ევროკავშირმაც გამოაქვეყნა. ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთულ დოკუმენტში ვკითხულობთ:
„სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება დაამყაროს დიპლომატიური კავშირები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან: - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილ საერთაშორისო კანონსა და ტერირტორიული მთლიანობის პრინციპს. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ნათქვამია განცხადებაში და ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარებისთვის მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის მისიის მუშაობას.
მომხდარი ფაქტი შეაფასეს ნატოშიც. ნატოს სპიკერის თქმით, სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების აზრს ვერ შეცვლის.
სირიამ საქარველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.





