29 მაისი 2018, 22:08
ნატოს სპიკერი: სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების აზრს ვერ შეცვლის
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock
გაზიარება
ნატოს სპიკერი, ოანა ლუნჯესკუ სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის დამუკიდებელ სახელწიფოებად აღიარებას გამოეხმაურა.
„სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ნატო კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები საქართველოდან. სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების აზრს ვერ შეცვლის“ - თქვა ლუნჯესკუ.
სირიამ დღეს საქარველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.





