02 მარტი 2017, 21:25
კახაბერ კუპატაძე
ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
პოლიტიკა

გელა ჯუგაშვილი
ფოტო: კახა კუპატაძე
გაზიარება
ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გელა ჯუგაშვილმა გადაწყვეტილება დეპუტატებს რიგგარეშე სხდომაზე აცნობა. რა გახდა მიზეზი, ის არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წევრად რჩება.
ჯუგაშვილს ოპოზიცია რამდენჯერმე დაუპირისპირდა. საკრებულოს დეპუტატებმა მისი ინპიჩმენტის საკითხიც კი დააყენეს.





