imedi
ეკონომიკური მიმართულება საქართველოსა და ბელარუსს შორის პრიორიტეტულია
პოლიტიკა

შეხვედრა ბელორუსის პრემიერმინისტრთან
საქართველო და ბელარუსი ადასტურებენ, რომ დაინტერესებულნი არიან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით.
ამ საკითხებზე დღეს საქართველოს პრეზიდენტის და ბელარუსის პრემიერმინისტრის შეხვედრაზე ისაუბრეს. ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გიორგი მარგველაშვილი ანდრეი კობიაკოვს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა ბელარუსულ კომპანიებთან თანამშრომლობისათვის და მზადაა ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას საქართველოში. თავის მხრივ, ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობით და ევროკავშირთან ხელშეკრულებით. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ზაფხულში შევა.
ანდრეი კობიაკოვის განცხადებით, ორმხრივი შეთანხმებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინვესტიციების ზრდასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას.





