თბილისის საკრებულოს წევრებმა ელექტროავტობუსით იმგზავრეს
პოლიტიკა
ელექტროავტობუსი
ფოტო: თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულოს წევრებს კომპანიამ „ფრეგობასი“ პირველი ელექტროავტობუსი წარუდგინა. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ორგანიზებით, საკრებულოს წევრებმა ავტობუსით სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე იმგზავრეს.
კერძოდ, საკრებულო - გმირთა მოედანი - ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებაზე. კომისიის თავმჯდომარის თედო ისაკაძის განცხადებით, ელექტროავტობუსი ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებაა და ამიტომ მისი გამოცდა ძალიან მნიშვნელოვანია.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრის შალვა ოგბაიძის თქმით, დღევანდელი ტესტირების შედეგი პოზიტიურია, რაც მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის ელექტროავტობუსებით ჩანაცვლებისთვის მნიშვნელოვანია.
კომპანიის დირექტორმა მურმან პატარაიამ დეპუტატებს ელექტროავტობუსის ფუნქციების და მისი ხარისხის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ავტობუსი, რომელიც 100%-ით უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ერთი დამუხტვით 250 კმ-ს გადის.
მისივე განცხადებით, თბილისში ელექტროავტობუსების წარმოების დაწყებაზე შესაბამის სახელმწიფოსტრუქტურებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. საწარმოში პროფესიულ გადამზადებას გაივლის და დასაქმდება 300 ზემეტი ადგილობრივი, ხოლო ინვესტიციის ჯამური მოცულობა იქნება 40 მლნ ლარი. კომპანია „ფრეგობასის“ პარტნიორები არიან გერმანული კომპანია „EURABUS“ და ჩინური კორპორაცია „ZTE Corporation.





