მარიამ ქართველიშვილი
მიხეილ რამიშვილი: მამა გიორგის საქმეში პროცედურული ხარვეზებია
პოლიტიკა

მიხეილ რამიშვილი
ფოტო: მარიამ ქართველიშვილი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, მამა გიორგის საქმეში დაუშვებელი და უკანონო მტკიცებულებებია." დოკუმენტებს ერთი პროკურორის სხვადასხვა ხელმოწერა აქვს", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
ეკანოზის ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში ბევრი პროცედურული ხარვეზია. კერძოდ, დეკანოზის დაკავების დროს ოქმები დაგვიანებით არის შევსებული, ხოლო დაკავების საფუძველი, რაც ამ ოქმშია მითითებული, დაუსაბუთებელია.
ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისთანავე დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას მოითხოვს.
გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მთავარ პროკურატურაში პროცესუალური განცხადება შეიტანეს, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარემ დაცვას ახალი მოპოვებული მტკიცებულებები უნდა გადასცეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.





