02 მარტი 2017, 17:59
ანი გუმბერიძე
ქართველმა მკვლევარმა გეილ კელის ჯილდო მიიღო
პოლიტიკა

ნუცა კობახიძე
გაზიარება
ქართველი მკვლევრის სადოქტორო ნაშრომი 2016 წლის საუკეთესო დისერტაციად დასახელდა. გეილ კელის ჯილდოს ნუცა კობახიძეს აშშ-ის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების კომისია 2017 წლის 7 მარტს გადასცემს.
ნუცამ სადოქტორო დისერტაცია 2016 წელს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე დაიცვა, სადაც შემდგომში განაგრძო მუშაობა.
1994 წლიდან ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ინგლისურ ენაზე შესრულებულ სადოქტორო დისერტაციას, რომელიც სოციალურ სამართლიანობასა და თანასწორობის თემებს ეხება.





