ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება
პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს სხდომა
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმის კონცეფციის განიხილეს საკრებულოს სხდომაზე. პროექტის პრეზენტაცია ქალაქის მერმა წარადგინა. შოთა მურღულიას თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქი რიონჰესის დასახლებაში, ყოფილი წყალსაცავის ტერიტორიაზე გაშენდება, პროექტის ღირებულება კი, ამ ეტაპზე, მილიარდი დოლარია.
ოპოზიცია პროექტის მშენებლობისას ეკოლოგიურ საფრთხეს ხედავს. "ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ ტყეში მწვანე საფარი გაიჩეხება. ბრალდებას უარყოფენ მერიაში და გამარტავენ, რომ მშენებლობა იმ ადგილებში იგეგმება, სადაც მწვანე საფარი არ არის.
სამშენებლო სამუშაო გაზაფხულიდან დაიწყება და სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება უკვე 2019 წელს იქნება შესაძლებელი. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.





