ნათია ჩაჩავა
ბრიტანეთის ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა

ჯასტინ მაკკენზი
დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო მოლოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს. განცხადებებს დიპლომატები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმაც. ჯასტინ სმითმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.
A beautiful day in Sevenoaks celebrating the foundations of #UK #Georgia friendship laid by Oliver and Marjory #Wardrop. #Georgia100 pic.twitter.com/z2jJq8o3Wd
— Justin McKenzieSmith (@JustinMcKenzieS) May 20, 2018
მისალოცი ვიდეომიმართვა გაავრცელა ასევე ევროკაცშირის ელჩმა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს საქართველოში აშშ-ის ელჩიც.
კორპორაცია Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ე.წ. დუდლით ულოცავს.
26 მაისს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია მიიღებს.





