იანოშ ჰერმანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს. ვიდეო
პოლიტიკა

იანოშ ჰერმანი
ფოტო: არქივი
ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს. დიპლომატმა ვიდეოჩანაწერი Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.
„ვაცნობიერებ, რამდენად რთული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა საბჭოთა მმართველობის დროს, რათა მყარ საფუძველზე აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა 1991 წელს. ასევე ამაყი ვარ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და იმ ძალისხმევას, რომელიც ქვეყანამ მოდერნიზაციისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის გასწია, იმ პროცესში, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იამაყოს მიღწეულით. მათ აქვთ მყარი საფუძველი, შემდეგ საუკუნეს ოპტიმიზმით შეხედონ” – ამბობს იანოშ ჰერმანი.
Congratulations, Georgia!
— Janos Herman (@JanosHermanEU) May 26, 2018
We are proud that we have been able to support #Georgia‘s independence and bring the country closer to the #EU in a process based on shared values.#Georgia100 #EU4Georgia #strongertogether pic.twitter.com/ye5pgfwYTi
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს საქართველოში აშშ-ის ელჩიც.





