თამარ კობახიძე
მენაბდე: საარჩევნო ბარიერი 1%-მდე უნდა შემცირდეს
პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე
ფოტო: თამარ კობახიძე
ამ წუთებში პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხილვაა. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ საარჩევნო ბარიერი 1%-მდე უნდა შემცირდეს და ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცეს საშუალება თანაბარ ბრძოლაში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ვახუშტი მენაბდე მომხრეა მაჟორიტარული სისტემა მთლიანად პროპორციულით შეიცვალოს.
მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ დაუჭერს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო, თუმცა ამ საკითხში ოპონენტებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღეს. „დღეს ეს თემა კვლავ აქტიუალურია, ცვლილებას 113 წევრის მხარდაჭერა სჭირდება, მაჟორიტარებს საკუთარი პოზიციები აქვთ, ვნახოთ რა იქნება", - დასძინა უმრავლესობის წევრმა.
დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ ასევე პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოსილებებზე.





