02 მარტი 2017, 15:03
უზენაეს სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული
პოლიტიკა

გაზიარება
უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ეს, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის სასამართლოს პროცესის პარალელურად დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
სამართალდამცველები სასამართლოს მიმდებარე ქუჩებზე მდგომი ავტომობილების მძღოლებს ადგილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმები ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.





