თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
პოლიტიკა

სს "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 2 მარტს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კერძოდ:
გლდანის რაიონში, დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით, 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება შეშელიძის, ხევძმარის, ხიზანბარელის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ასევე, დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება მესხიშვილის, არმაზის და გონაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.





