23 მაისი 2018, 21:04
პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯები კვლავ დაპირისპირების მიზეზია
პოლიტიკა
გაზიარება
პრეზიდენტის ხარჯები ისევ ბრალდებების და დაპირისპირების მიზეზია. საქართველოს პირველ კანონმდებელს და უმრავლესობას გიორგი მარგველაშვილთან სამივლინებო ხარჯებზე კითხვები აქვს, თუმცა ბრალდებებს პრეზიდენტი ჯერჯერობით არ პასუხობს.
ოპოზიცია კი ირაკლი კობახიძის განცხადებების უკან, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სავარაუდო კანდიდატის დისკრედიტაციის მცდელობას ხედავს. მორიგი განცხადება სადავო ხარჯებზე პარლამენტის თავმჯდომარემ იმედის ტოქშოუში გააკეთა.
გასული წლის ოქტომებრში ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა, საზღვარგარეთ მივლინებებში, 200 ათასამდე ლარი დახარჯა.





