კლუბი BASSIANI დღეს გაიხსნება
პოლიტიკა

ფოტო: facebook
კლუბი BASSIANI-ი იხსნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბის ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ კლუბს დღეს გახსნიან. შსს-ს წარმომადგენლები კლუბის ტერიტორიაზე უახლოეს წუთებში მივლენ. ეს ინფორამცია imedinews-ს BASSIANI-ში დაუდასტურეს.
კაფე "გალერი" გუშინ, 22 მაისს გაიხსნა. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა შენობის ორივე სართულზე დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებები და შენობას ლუქი მოხსნეს. სამართალდამცველებმა მფლობელებს უკვე მისცეს კაფეს ამუშავების უფლება.
BASSIANI-ს ადმინისტრაცია კლუბის გახსნის მოთხოვნით, კვირას 27 მაისს აქციის გამართვას აპირებდა.
11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.
თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ აქციები იმ ღამესვე გამართეს. პროტესტი 12-13 მაისსაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა პარლამენტის წინ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, რომელმაც მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.





