imedi
კარენ კარაპეტიანი: სომხეთს და საქართველოს შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს
პოლიტიკა

კარენ კარაპეტიანი
სომხეთს და საქართველოს შორის არათუ გადაულახავი, არამედ საერთოდ არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს ორმხრივი დღის წესრიგის არცერთ საკითხზე, - განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა კარენ კარაპეტიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის დროს. ინფორმაციას სომხურ სააგენტოებზე დაყრდნობით რუსული РИА ავრცელებს.
კარაპეტიანმა გასულ კვირაში საქართველოში სომხური დელეგაციის ვიზიტის დეტალებზე ილაპარაკა. "უბრალოდ არ არსებობს არანაირი წინააღმდეგობა... მეტიც, ჩვენ ახალი მიდგომა ჩამოვაყალიბეთ. იმისთვის, რომ ერთიანი ბაზრით წარვდგეთ გარე სამყაროს წინაშე, [საქართველოს] სომხეთი შევთავაზეთ, როგორც მოედანი ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის და ირანის ბაზრებზე გასასვლელად", - თქვა კარაპეტიანმა.
23 თებერვალს, სომხეთის პრემიერმინისტრი კარენ კარაპეტიანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა.





