02 იანვარი 2017, 14:57
ქეთევან ფარცხალაძე
ბაქარაძე: მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელიც სენატორების ვიზიტით გამოიხატა
პოლიტიკა

დავით ბაქრაძე
გაზიარება
ამერიკელმა სენატორებმა საქართველო დატოვეს. თბილისის აეროპორტიდან ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრეჰემი და ემი კლობუშარი ევროინტეგრაციის მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ამერიკაში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და პრემიერის მრჩეველმა თედო ჯაფარიძემ გააცილეს. ვიზიტი დავით ბაქრაძემ შეაჯამა, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც ამ ვიზიტით საქართველოს მიმართ გამოიხატა. სენატორები საქართველოს გუშინ ესტუმრნენ.





