imedi
ევროპასთან უვიზო მიმოსვლას ხელი მოეწერა
პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გაფორმდება. ისტორიულ დოკუმენტს ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ რამდენიმე დღეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. ბრიუსელში ოფიციალურ ცერემონიას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.
საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.
განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
რას გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება და როგორი იქნება რეგულაციები. ევროკავშირის საზღვარზე გადაადგილების შესახებ მოკლე ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ გამოაქვეყნა.





