ანდრეი ჯუფალაკიანი
ზაზა ოქუაშვილმა ბრიტანული კომპანიის მეშვეობით 521 196 ფუნტის შემოსავალი მიიღო
პოლიტიკა

ზაზა ოქუაშვილი
ზაზა ოქუაშვილმა ბრიტანული კომპანიის მეშვეობით 521 196 ფუნტის შემოსავალი მიიღო. ბიზნესმენის სახელზე ლონდონში რეგისტრირებულია კომპანია AGT UK TRADING. 2016 წლის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ მონაცემები ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული. ოქუაშვილმა დოკუმენტი მას შემდეგ შეავსო, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ოქუაშვილს, 2016 წლის მონაცემებით, არასაცხოვრებელი ფართის იჯარის 4 ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, შემოსავალმა ამ კუთხით კი 112 ათასი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ოქუაშვილის ფინანსებს, ანგარიშები მას „თიბისი ბანკსა“ და HSBC-ში აქვს გახსნილი, მის მეუღლეს, პარლამენტის წევრ ნატო ჩხეიძეს კი „საქართველოს ბანკში“, „ქართუ ბანკსა“ და HSBC-ში. ოჯახის ხარჯებს შორის ფიქსირდება სწავლისთვის, მკურნალობისთვისა და რემონტისთვის გამოყოფილი ფინანსები.
ზაზა ოქუაშვილისა და ნატო ჩხეიძის საკუთრებაშია 17 ერთეული უძრავი ქონება. დეკლარაციაში არ არის მითითებული ინფორმაცია საქართველოში არსებულ ბიზნეს-სუბიექტებზე.





