დარეჯან ჩხიკვაძე
1990 წლის მოწვევის კომუნისტი პარლამენტარები სადეპუტატო პენსიებს მოითხოვენ
პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლო
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
1990 წლის მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს 53 დეპუტატი, რომლებიც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "კომუნისტური პარტიის" კვოტით მოხვდნენ, სადეპუტატო პენსიებს მოითხოვენ. მათი განცხადებით, პენსიით უზრუნველყოფილია იმავე მოწვევის უზენაესი საბჭოს ყველა წევრი, გარდა "კომუნისტური პარტიის" წარმომადგენლებისა.
ყოფილმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს, რომელშიც მოითხოვენ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ კანონის ის მუხლი, რომელიც პენსიების გაცემას არეგულირებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონი მათ მიმართ დისკრიმინაციულია. მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო, ამის შესახებ სასამართლოს მეორე კოლეგიამ განმწესრიგებელ სხდომაზე დღეს იმსჯელა. როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია.





