ნანა ქაჯაია
საფინანსო კომპანიისგან დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ
პოლიტიკა

აქცია პროკურატურასთან
ფოტო: ნანა ქაჯაია
საფინანანსო კომპანია "საქართველოსგან" დაზარალებულების აქცია პროკურატურასთან ამ წუთებში დაიწყო. 6 მარტიდან ისინი პარლამენტთან შეიკრიბებიან და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. ისინი არ გამორიცხავენ საკანონმდებლო ორგანოსთან კარვებიც გაშალონ და პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართონ.
2343 დაზარალებული პრემიერს, პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს მიმართავს.
ისინი დახმარებას ითხოვენ, რათა საფინანსო კომპანიაში შეტანილი თანხა უკან დაიბრუნონ. ამბობენ, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა თანხები უნდა გამოყონ მეანაბრეების დასახმარებლად. პრეზიდენტისგან კონკრეტულად 3 მილიონ ლარს ითხოვენ. ამტკიცებენ, რომ საფინანსო კომპანიას 30 მილიონი აქვს გაფლანგული.





