ანა ბერუკაშვილი
რუსთავი საერთაშორისო ავტორბოლას უმასპინძლებს
პოლიტიკა

რუსთავი
ფოტო: ანა ბერუკაშვილი
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი TCR საერთაშორისო ავტორბოლას უმასპინძლებს. საქართველოს სახელით ავტომრბოლელი დათა ქაჯაია იასპარეზებს. ორგანიზატორების თქმით, ძარიან ავტომობილებში ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსოფლიო ჩემპიონატია და მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალ-ყურს.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელი შოთა აფხაზავა ამბობს, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად უამრავი უცხოელი ტურისტი ჩამოვა და სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია.
ღონისძიება სპორტულ არხებზე გადაიცემა, საქართველოში კი მედიაპარტნიორი ტელეკომპანია "იმედია", რომელიც ყველა ძირითად გარბენს მაყურებელს პირდაპირ ეთერში შესთავაზებს.





