ვარლამ წიკლაური
ლგბტ თემის აქციაზე გამომსვლელს ხელი დაარტყეს
პოლიტიკა
ინციდენტი კანცელარიასთან
ლგბტ თემის აქციის მიწურულს მომხდარი ინციდენტი აქციის გაგრძელების მიზეზი გახდა. აქციაზე ერთ-ერთ გამომსვლელს სავარაუდოდ კონტრაქციიდან შეპარულმა პირმა ხელი გაარტყა. გაქცეულს აქციის მონაწილეები დაედევნენ. საბოლოოდ ის პოლიციამ დააკავა, დაშავებული აქტივისტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერ-ჯერობით ინციდენტის მონაწილე პირების ვინაობა არ კონკრეტდება.
ლგბტ აქტივისტების განცხადებით, აქცია რომელიც 8 საათზე უნდა დასრულებულიყო, განუსაზღვრელი დროით გაგრძელდება. მთავრობის კანცელარიასთან მობილიზეულია ყვითელი ავტობუსები, რომლებსაც მონაწილეები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ უნდა გაეყვანა.





