ბასიანზე და გალერიში სპეცრაზმი შეიჭრა
პოლიტიკა

ფოტო: თინათინ ქობულაშვილი
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღამის კლუბ "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცრაზმი შეიჭრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბასიანის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ნაჯა ორაშვილმა დაწერა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია კლუბ "ხიდზე", სადაც სპეცრაზმი შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანები გარეთ გამოუშვა.
30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თბილისში სავარაუდოდ, ახალმა ნარკოტიკმა სამი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიდევ 2 პირი 5 მაისს გარდაიცვალა.
ბოლო დღეებში სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოკსიკაციით დაღუპული ახალგაზრდების შესახებ სოციალურ ქსელში ითქვა, რომ ისინი გარდაცვალებამდე ელექტრონული მუსიკის კლუბში, „ბასიანში“ იყვნენ. კლუბის მეპატრონე ნაჯა ორაშვილი ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ახალგზარდები კლუბში ცუდად არ გამხდარან.





